LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუთუ 15 კომპანიაზე მოხსნილი სანქციები ჩვენს ათასწლოვან მეგობრობად ღირს? – რადას თავმჯდომარის მიმართვა

381
Stefanchuk

“ნუთუ რძის მწარმოებელ 15 ქართულ კომპანიაზე მოხსნილი სანქციები ღირს ჩვენს ათასწლოვან მეგობრობად?” — ასე მიმართა უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა ქართველ კოლეგებს.

მისი თქმით, საქართველო მხოლოდ მთავრობა არ არის, ესაა “უშიშარი, თავისუფლებისმოყვარე ხალხი”, რომელიც არასდროს მისცემს თავს უფლებას, რომ დუმდეს.

“ნუთუ ვერ ხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობა, რომელიც ქუჩაში გამოდის, მხარს უჭერს უკრაინას და არა თქვენს ბუნდოვან შეთანხმებებს. ” – ამბობს ვიდეო მიმართვაში სტეფანჩუკი.

“გამარჯობა გენაცვალე, ყოველთვის ასე მივმართავდი ჩემს ქართველ კოლეგებს პარლამენტიდან. როგორ მოხდა გენაცვალე, რომ დღეს, ომის შუაგულში თქვენი მოძმე უკრაინის წინააღმდეგ, გადაწყვიტეთ ვაჭრობა იმ ქვეყანასთან, რომელიც თავს დაგვესხა ჩვენც და თქვენც?”

სტეფანჩუკი აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობა, მხარს უჭერს უკრაინას და არა მისი მთავრობის ბუნდოვან შეთანხმებებს.

“ნუთუ დაგავიწყდათ დიდი შოთა რუსთაველის სიტყვები: რომ მტერთაგან ყველაზე უარესი ისაა, ვინც მეგობარივით გექცევა” – აცხადებს სტეფანჩუკი

ნუთუ რძის მწარმოებელ 15 ქართულ კომპანიაზე მოხსნილი სანქციები ღირს ჩვენს ათასწლოვან მეგობრობად? ჩვენს საერთო მრავალწლიან ბრძოლად? ჩვენ საერთო მისწრაფებებად? ნუთუ ვერ ხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობა, რომელიც ქუჩაში გამოდის, მხარს უჭერს უკრაინას და არა თქვენს ბუნდოვან შეთანხმებებს. ნუთუ დაგავიწყდათ დიდი შოთა რუსთაველის სიტყვები: რომ მტერთაგან ყველაზე უარესი ისაა, ვინც მეგობარივით გექცევა. მაგრამ ჩვენს ზუსტად ვიცით, რომ საქართველო მხოლოდ მთავრობა არ არის, პირველ რიგში ეს ქართველი ხალხია უშიშარი, თავისუფლებისმოყვარე ხალხი, რომელიც არასდროს მისცემს უფლებას თავს დუმდეს, როდესაც მისი მოძმეები საფრთხეში არიან. და თქვენც ძვირფასო პარლამენტარებო არ უნდა დუმდეთ, რადგან თქვენ ამ ქვეყნის ნაწილი ხართ”, — თქვა უმაღლესი რადას თავმჯდომარემ.