LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნურავის ექნება ილუზია, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში დისონანსს შემოიტანს”- პრემიერი [ვიდეო]

ბახტაზე

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია “აუცილებლად ჩატარდება მშვიდ და საზეიმო ვითარებაში”.

“ნურავის ექნება ილუზია, რომ შემოიტანს დისონანსს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საქართველო არის შემდგარი დემოკრატია. როდესაც ადამიანი და ნებისმიერი პოლიტიკური ძალა გაიმარჯვებს არჩევნებში, ამას უნდა ღირსეული შეხვედრა, მათ შორის, ოპონენტის მხრიდან”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ

პრემიერის თქმით, პირველი ქალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების გარდა, დღევანდელი დღე ისტორიულია იმ თვალსაზრისითაც, რომ ახალი კონსტიტუცია შედის ძალაში და ქვეყანა სრულფასოვან საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადადის.

შეგახსენებთ, ოპოზიციას ამ დრომდე არ ეძლევა საშუალება, თელავის მიმართულებით კოლონებით გადაადგილდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები