რამდენიმე წუთის წინ მის მსოფლიო 2015-ის ვინაობა დასახელდა. ყველაზე ლამაზი გოგონას ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს საბოლოოდ 5 ფინალისტი – ინდონეზიის, იამაიკის, ლიბანის, რუსეთისა და ესპანეთის წარმომადგენელი ეცილებოდა, საპატიო წოდება კი სწორედ ამ უკანასკნელის მისს გადაეცა.
რაც შეეხება საქართველოს წარმომადგენელს, ნუკა ყარალაშვილი სამწუხაროდ კონკურსის ნახევარფინალის ტოპ ოცეულშიც ვერ მოხვდა.
მის მსოფლიო 2015-ის ვიცე მისი რუსეთი გახდა, მეორე ვიცე მისი კი ინდონეზიელი ლამაზმანი გახდა…