მომღერალმა ნუკა კვალიაშვილმა ევროპაში გადაწყვიტა საცხოვრებლად გადასვლა. ჯერჯერობით მომღერალი არ აკონკრეტებს, რომელ ქვეყანაზე შეაჩერა არჩევანი, მაგრამ რამდენიმე დღის წინ მან ზეთში შესრულებული ნახატების ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა:
„ესე იგი, რადგან მივდივარ ევროპასა შინა, ვყიდი ამ რაღაცებს, დაინტერესების და ფასის შემთხვევაში მომწერეთ Pm) ცოტა ხანში კიდევ დავამატებ, რასაც ვყიდი და აღარ მჭირდება) პ.ს ტელევიზორი, ბავშვის საწოლი, კლავიში გაყიდულია…“
მოგვიანებით მომღერალმა აღნიშნა, რომ ბავშვის ტანსაცმლით სურს მათი დახმარება, ვისაც პატარების სამოსი სჭირდება. ნუკას სოცქსელში კიდევ გამოჩნდა რამდენიმე პოსტი – ნუკა ყიდის ინგლისურ კოკერს და ასევე კასიოს კლავიშს.