LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუღარ აგებთ ამდენს: ლევან მჭედლიძეს ფანები თავს დაესხნენ

11

ლევან მჭედლიძეს საკუთარი გულშემატკივრები თავს დაესხნენ. მართალია, ლევანმა საბოლოოდ ეს უარყო, მაგრამ ფაქტია, რომ ინციდენტი მოხდა და ქართველს ვითარების განმუხტვაში პოლიციელები დაეხმარნენ.

იტალიის ჩემპიონატის 34-ე ტურში “სასუოლოსთან” საშინაო მატჩის წაგების შემდეგ (1:3), “ემპოლის” განრისხებული ფანები ლევან მჭედლიძეს თავს დაესხნენ.

“ემპოლიმ” ეს თამაში ქართველის გარეშე წააგო, მაგრამ ჩვენიანს მაინც არ აცდა რისხვა. მატჩის დასრულების შემდეგ სტადიონის სიახლოვეს გაწბილებული გულშემატკივრები წაგებას აპროტესტებდნენ, როდესაც მჭედლიძემ ავტომობილით გაიარა და გაჩერება გადაწყვიტა.
ლევანმა სიტუაციის განმუხტვა სცადა, თუმცა შელაპარაკება კონფლიქტში გადაიზარდა. გულშემატკივართა ნაწილი მჭედლიძეს იცავდა, ნაწილი კი მის წინააღმდეგ იყო. იტალიურ პრესაში დაწერეს, რომ ფორვარდს ზურგშიც ჩაარტყეს, საბოლოოდ კი მჭედლიძე შემთხვევის ადგილიდან პოლიციამ გაიყვანა.

ზემოთაც ვთქვით, რომ ფეხბურთელმა ფიზიკური შეუარცხყოფის შესახებ ცნობა უარყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები