LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუდისტურ პლაჟებზე… ძროხები დადიან

55

შვედეთის ნუდისტურ სანაპიროებზე ძროხები ნებივრობენ. საქმე ისაა, რომ ქვეყანაში უჩვეულოდ დაცხა და ხელისუფლებამ საქონელს გაგრილების უფლება მისცა. მაგალითად, ქალაქ ვეკშეს მთავრობამ ფერმერების დახმარება გადაწყვიტა და მათ საშუალება მისცა, რომ ცხოველები სანაპიროზე გაეყვანათ. ფერმერებმაც ნუდისტური პლაჟები აითვისეს, რითაც ნუდისტები ძალიან გააღიზიანეს. ნუდისტთა საზოგადოებამ ხელისუფლებას მაშინვე უამრავი საჩივარი გაუგზავნა. თუმცა, მთავრობამ ცხოველების მხარი დაიჭირა და ნუდისტებს კი დროებით მოთმინებისკენ მოუწოდა. თუმცა, ძროხებთან და ხარებთან ერთად ცურვა არც თუ ისე სასიამოვნოა, ამიტომ ნუდისტები დანებებას არ აპირებენ და პროტესტს მომავალშიც გააგრძელებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები