LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცუბიძის პლატოზე ნაპოვნი “მერსედესი” ვახტანგ ქირიას ეკუთვნის

110

ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე ნაპოვნი E კლასის Mercedes მოკლულ პროკურორს, ვახტანგ ქირიას ეკუთვნის, ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და გამნაღმველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია. მანქანა ცოტა ხნის წინ სპეციალურ ავტოსადგომზე გადაიტანეს. ის არ არის დაზიანებული, მხოლოდ უკანა საბურავია დაშვებული.

ავტომობილი ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე ადგილობრივებმა რამდენიმე დღის წინ შენიშნეს, თუმცა როგორც ამბობენ, მათ არ იციან ვის ეკუთვნის ავტომობილი და არც ის დაუნახავთ ვინ დააყენა იქ. 

13 იანვარს გაუჩინარებული პროკურორი შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16 იანვარს იპოვეს მოკლული, რადიო “საქართველოს ხმის” დამფუძნებლის, ბიძინა კუჭავას მიერ დაქირავებულ ბინაში. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები