თბილისში, ნუცუბიძეზე წყლის მაგისტრალური მილი დაზიანდა. როგორც „ფორტუნას” GWP-ში განუცხადეს, შემთხვევა ჩხიკვაძის 35 ნომერში მოხდა.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე არიან და პრობლემის აღმოფხვრაზე უკვე მუშაობენ.
ტექნიკური პრობლემის გამო ნუცუბიძის მესამე კვარტლის მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება დროებით შეეზღუდა. წყლის მიწოდება დღეს 23:00 საათიდან აღდგება.