LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნუცას ჩაქოლვის ნაცვლად, გაიხსენეთ იესოს სიტყვები: „ვინც თქვენ შორის უცოდველია, პირველი ქვა მან ესროლოსო“, ასე რომ, გთხოვ, აპატიეთ, დაივიწყეთ და დაუბრუნეთ ნუცას სიცოცხლე“ – ფადი ასლი

412
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი, ბიზნესმენი ფადი ასლი მომღერალ ნუცა ბუზალაძესთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება საკუთარ ფეისბუკ გვერდზე და წერს, რომ „ყველას გვაქვს ცხოვრებაში დაშვებული საშინელი შეცდომები“ და ის, რაც ნუ­ცამ ამ რამდენიმე თვის განმავლობაში საკუთარი სამშობლოსთვის გააკეთა, ფადი ასლის თქმით, ბევრ ჩვენ­განს არ გა­უ­კე­თე­ბია საკუთარი ქვეყ­ნის­თვის.

„ნუცა ბუზალაძის შესახებ.

ეს ციტატა 10 წლის წინ დავწერე:

„ცხოვრებაში ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გვჯერა, რომ სწორია დროის კონკრეტულ მომენტში, მაგრამ გარემოებები შეიძლება შეიცვალოს და ის, რაც ადრე სწორ გადაწყვეტილებად მივიჩნიეთ, მოგვიანებით შეიძლება საშინელებად იქცეს“.

არ მესმის რაზე იხდი ბოდიშს და საერთო რა დააშავე საბოდიშო?! - ზურა ხაჩიძე ნუცა ბუზალაძეს

ზურა ხაჩიძე ნუცა ბუზალაძეს მხარდაჭერას უცხადებს და გამამხნევებელ პოსტს უძღვნის.

ჩვენ ყველას გვაქვს ცხოვრებაში დაშვებული საშინელი შეცდომები; როგორც თითოეულმა ჩვენგანმა ნუცამ დაუშვა შეცდომა, რომელიც შემდეგ მწარედ ინანა და ოფიციალურად ბოდიში მოიხადა.

„ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას…ვიაზრებ, რომ მთავარი შეცდომა ჩემი რუსეთში ჩასვლა იყო და არა ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღეზე დასწრება” – ნუცა ბუზალაძე მოქალაქეებს მიმართავს

ნუცას ჩაქოლვის ნაცვლად, გაიხსენეთ იესოს სიტყვები: „ვინც თქვენ შორის უცოდველია, პირველი ქვა მან ესროლოსო”.

ასე რომ, გთხოვ, აპატიეთ დაივიწყეთ და დაუბრუნეთ ნუცას სიცოცხლე, ისევე როგორც სხვებმა გვაპატიეს ჩვენი შეცდომის გამო და დაგვიბრუნეს სიცოცხლე და გთხოვ, არასოდეს დაივიწყო, რომ ნუცამ რამდენიმე თვეში მეტი გააკეთა საქართველოსთვის ვიდრე ბევრმა

ჩვენგანმა გააკეთა ქვეყნისთვის ცხოვრებაში“, – წერს ფადი ასლი.

ზაზა შენგელია: „ნუცას ამ ნაბიჯს, ვერაფრით ვერ ვამართლებ, რაც არ უნდა ახლო მეგობრის დაბადების დღე ყოფილიყო, მე პირადად მის ადგილას არც ამ წვეულებაზე არ წავიდოდი და რომ მცოდნოდა მიდიოდა, აუცილებლად ვურჩევდი, რომ არ წასულიყო…“

ნინი შერმადინი: „არც მე მესიამოვნა მისი დანახვა რუსეთში გულწრფელად, მაგრამ ამხელა ზიზღი ნამდვილად არაფერში წერია..რეალურად მოღალატე ადამიანებზე ვიდარდოთ“

შეგახსენებთ, რომ ნუცა ბუზალაძემ, დათო ხუჯაძემ, ხვიჩა მაღლაკელიძემ, სოსო პავლიაშვილმა და სხვა ქართველმა მომღერლებმა რუსეთში ერთ-ერთ კორპორატიულ საღამოზე იმღერეს.

„დაანებეთ ნუცას კრიტიკას თავი! მან კარგად გააანალიზა რაც „დააშავა“ და ბოდიშიც მოიხადა..“ – ჯგუფ „სეიშენის“ წევრი, ზაზა ბანძელაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები