LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცა თოფურია: „სიტყვა კონკურსის გაგონება არ მინდა. საქართველოში კონკურსები დავასრულე…“

3041
ნუცა თოფურია

ნუცა თოფურია ჟურნალ „გზასთან“ ამბობს, რომ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობამდე ბევრი რამ სხვაგვარად დაინახა და საკუთარი თავით იამაყა:

„იყო პერიოდი, როცა ამბიციურობა მინუსებში მქონდა, მაგრამ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ რაღაცები სხვაგვარად დავინახე. ალბათ იმიტომ, რომ გავიზარდე. პირველად ვთქვი, ჩემი თავით ვიამაყე-მეთქი. თურმე შინაგანად მქონია იმის ძალა, რომ ამ ყველაფერს გავმკლავებოდი და ცეკვასთან, ნიჭიერებასთან დაკავშირებულ კომპლიმენტებს რომ ვიღებდი მიხაროდა.

ამბიციურობა მინუსებში“ ახსენე და დღეს რა ხდება?

ჯანსაღი ამბიცია გამიჩნდა, რადგან ეს პროექტი ჩემი პროფესია არ იყო, მაგიტომაც. ამ პროექტს თავი სხვაგვარად მივუძღვენი. მერე რაღაც მომენტში, ცხოვრებაში პირველად, უსამართლობის შეგრძნებაც გამიჩნდა. საქართველოში კონკურსები დავასრულე. მაქსიმუმ ისეთ კონკურსში გავიდე, სადაც ზარები და მაყურებლის მობილიზება არ იქნება საჭირო. სხვა ქვეყნებიდანაც მაქვს შემოთავაზებები, მაგრამ ცოტა ხანი უნდა დავისვენო. სიტყვის „კონკურსი“ გაგონება აღარ მინდა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები