ნუცა ჯანელიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ მიიღო ვარსკვლავის გახსნაზე ბინა საჩუქრად.
ცნობილი მუსიკოსი ჰყვება, თუ როგორი პრობლემური იყო მისთვის ცხოვრება ბინის გარეშე, როცა ქირის გადახდა უწევდა და როდესაც სამსახურს კარგავდა, ეს მისთვის ძალიან მძიმე პერიოდი იყო:
„ეს რა ყოფილა, თურმე ერთ წამში შეიძლება შეიცვალოს ცხოვრება. როგორია ასეთი პრობლემის წინაშე ყოფნა, როცა ამხელა ოჯახი გაქვს?! მარტო რომ ვყოფილიყავი, ბოლოს და ბოლოს „კათარზისში“ მივიდოდი და ერთ კუთხეს ვითხოვდი, ამას სატირლად არ ვლაპარაკობ, ყველამ იცის, რომ გულწრფელი ვარ, სამსახურში ხელფასს რომ ვიღებ, ერთ წამსაც არ ვნანობ, მაშინვე ვახურდავებ და ქირას ვიხდი… უზომოდ ბედნიერი და მადლიერი ვარ, რომ ახლა ყველაფერი შეიცვალა და შემიძლია, მშვიდად ვიყო, რადგან უკვე სახლი მაქვს…“