LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუ ვართ მიდრეკილები, ძლივს მინელებულ ხანძარზე ნავთი ვასხათ, ავწონოთ, დავწონოთ, არავის ღირსება არ უნდა შეილახოს: ელისაშვილი ამნისტიის კანონზე

64
ალეკო ელისაშვილი

“ავწონოთ, დავწონოთ, არავის ღირსება არ უნდა შეილახოს, მაგრამ თუ გვინდა ქვეყანა დავამშვიდოთ, ეს ყველამ უნდა მოვინდომოთ,” – აცხადებს პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი და იმ ადამიანების პოზიციას ეხმიანება, რომლებიც 2019 წლის 20 ივნისის აქციის დროს დაზარალდნენ და არ ეთანხმებიან ორმხრივი ამნისტიის მიღებას.

ელისაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყნის რეალურ პრობლემებზე ისაუბრონ და არ იყონ მიდრეკილები – შექმნან აჟიოტაჟი:

“ნუ ვართ მიდრეკილები იმისკენ, რომ ძლივს მინელდა ეს ხანძარი და კიდევ ნავთი ვასხათ და ისეთ რაღაცებზე შევქმნათ აჟიოტაჟი, რომელიც არ იმსახურებს აჟიოტაჟს. ავწონოთ, დავწონოთ, არავის ღირსება არ უნდა შეილახოს, მაგრამ თუ გვინდა ქვეყანა დავამშვიდოთ, ყველამ უნდა მოვინდომოთ და დავამშვიდოთ ქვეყანა. ამ ქვეყნის რეალურ პრობლემებზე ვილაპარაკოთ.” – თქვა მან.

როგორც ელისაშვილი ამბობს, იმისათვის, რომ ამნისტია არ გახდეს საჭირო, ნიკა მელიამ გირაოს გადახდაზე ევროკავშირს დასტური უნდა მისცეს.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტში საუბარია პოლიტპატიმრებზე. საუბარია იმაზე, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 1 კვირის განმავლობაში ორ შემთხვევაში – ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმეებზე, იქნება ამნისტია ან სხვა ნაბიჯი, რომელსაც ანალოგიური შედეგი ექნება. საუბარია ამნისტიის კანონზეც, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის აქციებს ეხება.

გუშინვე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ 20 ივნისზე ამნისტია სამართალდამცავებსაც შეეხება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები