LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნუ ნათლავთ მიცვალებულის დროს ბავშვებს”- დეკანოზი თამაზ ლომიძე

3551
BeFunky-collage (3)

სასულიერო პირი თამაზ ლომიძე, საზოგადოებაში გავრცელებულ მოსაზრებას – ადამიანი რომ გარდაიცვლება, მის ოჯახში, ან სანათესაოში მოუნათლავი ბავშვი არ უნდა იყოს – ცრურწმენას უწოდებს.

დეკანოზი მიიჩნევს, რომ გლოვა არ უნდა დავუკავშიროთ ნათლობას.

„ნუ ნათლავთ მიცვალებულის დროს ბავშვებს

უნდა უარვყოთ და დავივიწყოთ უღმერთობისდროინდელი ცრურწმენები. სუფთა ცრურწმენაა, რომ მიცვალებულის დროს არ შეიძლება ოჯახში ან ნათესაობაში ვინმე  იყოს მოუნათლავი და საჩქაროდ უნდა მოინათლოს ყველა. არ შეიძლება გლოვა დავუკავშიროთ ნათლობას. ამ ორს არაფერი აქვს ერთმანეთთან საერთო. ნუ გეშინიათ, მოუნათლავს ვერაფერს დაუშავებს მიცვალებული.

ნუ ნათლავთ ბავშვებს თუ ზრდასრულებს ნაჩქარევად, რწმენის გარეშე, სრულიად მოუმზადებლად და გაუაზრებლად მიცვალებულზე გლოვის და მწუხარების დღეებში.

ნათლობა ერთადერთხელ ხდება ადამიანის ცხოვრებაში, ისაა სულიერი შობა და დიდი სიხარული და რა უნდა უთხრათ შემდეგ ადამიანს, ვტიროდით და ვგლოვობდით და  შენი ნათლობის სიხარულისთვის არ გვეცალაო?!

ჭეშმარიტი ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით  მიცვალებულის დაკრძალვას და ნათლობას სრულიად არაფერი აქვს ერთმანეთთან  საერთო”- წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები