გოგი წულაიას შვილი, თემურ წულაია სოციალურ ქსელში მამის ჯანმრთელობაზე წერს. :
„მამაჩემის, გოგი წულაიას ჯამრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ამდენი დღის შიმშილობამ და მედიკამენტების მიუღებლობამ შედეგი გამოიღო, რაც გულის ოპერაციის ფონზე, ძალიან საგანგაშო შედეგია. დღეს ხელები გაშავებია და ოთახში წაქცეულა, რის გამოც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ყველაფერი ნათელია, დაჭერით დაიჭირეთ და ეწირება უსამართლობას, მაგრამ სიკვდილით მაინც ნუ მომიკლავთ მამას.
აქვე მინდა ვთხოვო სახალხო დამცველ ქ-ნ ნინო ლომჯარიას, მოინახულოს ამჟამად N18 პენიტენციურ ჰოსპიტალში მყოფი მამაჩემი და მოისმინოს მისი აზრი, იქნებ რისთვის შიმშილობს 13 დღეა პოლიტიკოსი გოგი წულაია, რომელმაც რამდენიმე თვის უკან ძალიან მძიმე გულის ოპერაცია გადაიტანა და შეიძლება ნებისმიერ წამს კომაში ჩავარდეს”, – წერს თემურ წულაია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული გოგი წულაია ციხეში ცუდად გახდა და ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გონება დაკარგა, ხელები გაუშავდა – გოგი წულაია ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს