დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ კორონავირუსის ახალ შტამზე საუბრისას აღნიშნა, რომ მისი არ უნდა გვეშინოდეს.
„იმაზე სწრაფი გავრცელება, რაც ჩვენ გვქონდა სამი კვირის წინ, ძნელად წარმომიდგენია ახალ შტამსაც რომ ჰქონდეს. მთავარი რეკომენდაციები ახალ შტამთანაც იგივე რჩება: პირბადე და დისტანცია. სხვა გზა, რომ ვირუსის გავრცელების სისწრაფე შენელდეს, ჯერჯერობით, მსოფლიოში არ არსებობს. ასე, რომ გადაჭარბებულად ნუ შეგვეშინდება ახალი შტამის, ისიც საკმარისია, რაც დღეს ცირკულირებს.“- განაცხადა იმნაძემ.
კორონავირუსის ახალი შტამი გერმანიაშიც დაფიქსირდა
კითხვაზე, ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარეობს თუ არა კვლევები ახალ შტამთან დაკავშირებით, იმნაძე პასუხობს:
„ჩვენ ვაკეთებთ ვირუსის სეკვენირებას, მუშაობა გრძელდება ლუგარის ცენტრში, ახლა უნდა გადავრჩიოთ ის საეჭვო შემთხვევები, რომელიც შესაძლოა იყოს ახალი შტამი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავითარი დიდი განსხვავება ახალსა და ძველ შტამს შორის არაა. ორი-სამი კვირის წინ მსოფლიოში ვირუსის გავრცელების ნიშნით პირველები ვიყავით. აქედან გამომდინარე, ახალმა შტამმა არა მგონია, რაიმე შეცვალოს.“ – აცხადებს დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე.
თბილისში 1000-ზე ნაკლები – აჭარაში კი მხოლოდ 97 ახალი ინფიცირებულია
იმნაძემ იმედი გამოთქვა, რომ 2021 წელი პანდემიის დასასრულის წელი იქნება.
„2021 წელი დიდი იმედი მაქვს, რომ პანდემიის დედამიწაზე ბოგინის ბოლო წელი იქნება. დღეისათვის მსოფლიოში აცრილია მსოფლიო პოპულაციის 0.04 პროცენტი, ეს არაფერია. მსოფლიოში უნდა აიცრას მოსახლეობის 60-70%, რომ პანდემია გადაიქცეს სეზონურად.“- ამბობს იმნაძე.
ახალი წლის შეხვედრასთან დაკავშირებით, მან კიდევ ერთხელ გასცა რეკომენდაცია.
„მაქსიმალურად ვიწრო წრეში აღვნიშნოთ ოჯახებში ახალი წელი. ნუ მივალთ შვილიშვილებთან, ნუ მივალთ ბებიებთან, ბაბუებთან და ჩვენს ოჯახებში აღვნიშნოთ დღესასწაული ვიწრო წრეში. ეს ახალი წელი ალბათ გამონაკლისი იქნება მთელი ცხოვრების მანძილზე ყველა სხვა ახალი წლისაგან, რადგან გვიკრძალავს ჩვენი ახლობლების ნახვასაც კი.“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.
კორონავირუსით 1 881 ადამიანი დაინფიცირდა
კოვიდ-19-ით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა