Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„ნუ მისცემთ ბავშვს ვიტამინებს და სხვა დანამატებს მადის გაძლიერების მიზნით“ – პედიატრი ინგა მამუჩიშვილი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნუ მისცემთ ბავშვს ვიტამინებს და სხვა დანამატებს მადის გაძლიერების მიზნით“ – პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

309
ინგა-მამუჩიშვილი

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და უჭმელი ბავშვების შესახებ წერს. ის ურჩევს მშობლებს, არ გამოიყენონ მადის გასაძლიერებელი პრეპარატები და პრობლემის მოგვარების გზებს სთავაზობს:

„ძვირფასო მშობლებო, ხშირად გებადებათ სურვილი გაუძლიეროთ თქვენს პატარებს მადა და აძლევთ მადის აღმძვრელ ვიტამინებს და სხვა საშუალებებს, ღრმა ჩაკითხვით აღმოჩნდება ხოლმე, რომ ბავშვი არ იღებს საკვებს (საუზმეს, სადილს, ვახშამს) სამაგიეროდ სასუსნავებს მიირთმევს ჭარბად, სნექებს, უყვარს ნახშირწყლოვანი, ერთფეროვანი საკვები, მადის გაძლიერება ასეთ შემთხვევაში ისევ ამ საკვების ხშირი მოთხოვნით მოხდება, ის მაინც არ მიიღებს იმ საკვებს რომელიც თქვენ გსურთ, რომელიც აუცილებელია დღეღამიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, ძირითად ინგრედიენტებზე და გაძლიერებული მადით ისევ გემრიელად შეექცევა იმას, რაც უყვარს… თუ თქვენ შეუზღუდავთ ამ საკვებს,  მერწმუნეთ ბავშვი მშიერი ვერ დარჩება და დაიწყებს თანდათან სასარგებლო და ბალანსირებული კვების მიღება-შეგუებას! ნაკლები ხემსი, ტკბილი და მარილიანი, შეეცადეთ არ მისცეთ არაფერი კვებათა შორის გარდა ხილისა და რძემჟვა პროდუქტების, შეულამაზეთ საკვების ვიზუალური მხარე და კვებეთ თქვენთან ერთად, აჩვენეთ, რომ თქვენციღებთ იგივე საკვებს! სნექებით ბავშვი იკმაყოფილებს შიმშილის გრძნობას, მაგრამ ეს ხომ არაჯანსაღი, არაბალანსირებული კვებაა, ამიტომ ნუ მისცემთ ვიტამინებს და სხვა დანამატებს მადის გაძლიერების მიზნით ექიმის დანიშნულების გარეშე, ეცადეთ (ძალიან რთულია, მაგრამ მაინც) შეაგუოთ ჯანსაღ კვებას!!! მადის გაძლიერება გამოსავალი არ არის, რადგან, განვმეორდები, გააძლიერებს იმ საკვების მიღებას რაც მას უყვარს… ეს ასეა ნამდვილად! თუ ბავშვს შეუპოვარი უმადობა აქვს და ეს ქცევის დევიაციასთან არ არის დაკავშირებული, ამ პრობლემას ექიმის კონსულტაცია და მიზეზის დადგენა ჭირდება! ჯანმრთელობას გისურვებთ“ – წერს ინგა მამუჩიშვილი.

„ხალხური მედიცინის წინააღმდეგ ვერ წავალ, რადგან საბოლოო ჯამში აბსოლუტურად ყველა მედიკამენტს ხალხური მედიცინა უდევს საფუძვლად“ – პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

როგორ განვასხვაოთ ნაწლავური ინფექცია სხვა ვირუსებისგან და რომელი საკვები მივცეთ ამ დროს ბავშვს – ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაციები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები