LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნუ მისცემთ ბავშვებს ვიტამინებს და სხვა დანამატებს მადის გაძლიერების მიზნით“  – ინგა მამუჩიშვილი

156
უმადობა

კლინიკა „ჭიამაია“, რომლის წამყვანი ექიმი, პედიატრი ინგა მამუჩიშვილია, სოციალურ ქსელში მშობლებისთვის აქვეყნებს ექიმის საინტერესო რეკომენდაციებს, რომელიც ბავშვებში უმადობას ეხება:

„ძვირფასო მშობლებო, ხშირად გებადებათ სურვილი გაუძლიეროთ თქვენს პატარებს მადა და აძლევთ მადის აღმძვრელ ვიტამინებს და სხვა საშუალებებს, ღრმა ჩაკითხვით აღმოჩნდება ხოლმე, რომ ბავშვი არ იღებს საკვებს (საუზმეს, სადილს, ვახშამს) სამაგიეროდ ჭარბად მიირთმევს სასუსნავებს, სნექებს, უყვარს ნახშირწყლოვანი, ერთფეროვანი საკვები. მადის გაძლიერება ასეთ შემთხვევაში ისევ ამ საკვების ხშირი მოთხოვნით მოხდება, ის მაინც არ მიიღებს იმ საკვებს, რომელიც თქვენ გსურთ, რომელიც აუცილებელია დღეღამური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ძირითად ინგრედიენტებზე და გაძლიერებული მადით ისევ გემრიელად შეექცევა იმას, რაც უყვარს…

თუ თქვენ შეუზღუდავთ ამ საკვებს, მერწმუნეთ, ბავშვი მშიერი ვერ დარჩება და თანდათან სასარგებლო და ბალანსირებული კვების მიღება-შეგუებას დაიწყებს! ნაკლები ხემსი, ტკბილი და მარილიანი, შეეცადეთ არ მისცეთ არაფერი კვებათა შორის, გარდა ხილისა და რძემჟვა პროდუქტების, შეულამაზეთ საკვების ვიზუალური მხარე და კვებეთ თქვენთან ერთად, აჩვენეთ, რომ თქვენც იღებთ იმავე საკვებს! სნექებით ბავშვი იკმაყოფილებს შიმშილის გრძნობას, მაგრამ ეს ხომ არაჯანსაღი, არაბალანსირებული კვებაა, ამიტომ ნუ მისცემთ ვიტამინებს და სხვა დანამატებს მადის გაძლიერების მიზნით ექიმის დანიშნულების გარეშე, ეცადეთ (ძალიან რთულია, მაგრამ მაინც) შეაგუოთ ჯანსაღ კვებას!!!

მადის გაძლიერება გამოსავალი არ არის, რადგან, გავიმეორებ, გააძლიერებს იმ საკვების მიღებას, რაც მას უყვარს… ეს ნამდვილად ასეა! თუ ბავშვს შეუპოვარი უმადობა აქვს და ეს ქცევის დევიაციასთან არ არის დაკავშირებული, ამ პრობლემას ექიმის კონსულტაცია და მიზეზის დადგენა სჭირდება! ჯანმრთელობას გისურვებთ“, – წერია განცხადებაში.

„ნუ აკეთებთ ლაბორატორიულ კვლევებს წელიწადში 4-5 ჯერ!!!! ნუ სტრესავთ ბავშვებს!!!“ – ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს

„არ მისცეთ ბავშვებს ხველისას შაქრის შემცველი სუსპენზიები, მიეცით საშუალება თვითონ ამოახველოს“ – ინგა მამუჩიშვილი ნარჩენ ხველაზე

„დადგა სეზონური ვირუსების გავრცელების პერიოდი, ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი და ხშირი ჩივილი ცხვირის გაჭედვაა..“ – რას გვირჩევს ინგა მამუჩიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები