LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნუ მიდიხართ მათთან, ვინც ქვევით გექაჩებათ. გახსოვდეთ ჩვეულებრივი ადამიანები, არაჩვეულებრივ შედეგს დებენ” – ფორტუნა აკადემია

214
1-KZBe0TfzC1ZXGVgdOK80pQ

ყველა ადამიანს აქვს განსაკუთრებული პოტენციალი, რომელიც საყვარელი საქმის აღმოჩენასა და წარმატებაში დაეხმარება. როგორ უნდა იპოვოთ საყვარელი საქმე – ამ თემაზე „ფორტუნა აკადემია“ სპიკერ სკოტ დინსმორის რჩევებს გთავაზობთ:

  1. ისწავლეთ ღირსეული ადამიანებისგან. ისინი ცვლიან ყველაფერს. დიდი მნიშვნელობა აქვს, რა წრეში ტრიალებთ.
  2. ადამიანები განსხვავდებიან, ყველამ კარგად იცის საკუთარი თავი. თუ არ იცი რას ეძებ, მაშინ ვერასდროს იპოვნი. შენს ნაცვლად ამას ვერავინ გააკეთებს. ჩვენ ვხარჯავთ მეტ დროს ტელევიზორის არჩევაზე, ვიდრე პროფესიის. დასაწყისისთვის საჭიროა განსაზღვროთ, რა არის თქვენი ძალა და რაში ხართ გამორჩეული.
  3. ყველას აქვს რაღაც გამოცდილება, ყოველდღე ჩვენ ვიგებთ რა გვიყვარს და რა არა. მაგალითად მე, სულ ვფიქრობ, რა იყო ჩემს გაკეთებულ საქმეში შესაცვლელი, რის გამეორებას ვისურვებდი.
  4. მნიშვნელოვანია გქონდეთ კავშირი ადამიანებთან, რომლებიც სტიმულს მოგცემენ. გააკეთეთ ჩანაწერები, თუ რა მოგწონთ ამ ადამიანებში, მათ გაკეთებულ საქმეში, დროთა განმავლობაში მოგემატებათ იდეები, ეს ყველაფერი საქმეში გამოგადგებათ და ცხოვრებაც ბევრად საინტერესო გახდება.
  5. თავდაჯერებულობა ბევრ ფაქტორზე მოქმედებს.გახსოვდეთ, ყოველ ახალ გამოგონებასა და მიღწევაზე ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ეს იყო გამოუსადეგარი ან რეალობას არ შეესაბამებოდა. მაგალითად, როჯერ ბანისტერის რეკორდი, თითქოს წარმოუდგენელი იყო, რომ ადამიანს შეეძლო 1, 600 კილომეტრი 4 წუთზე ნაკლებ დროში გაერბინა. და რა მოხდა მერე?2 თვის თავზე ეს რეკორდი კიდევ 16 ადამიანმა გაიმეორა.
  6. ჩვენ გვჭირდება ბიძგი. ადამიანები გვეხმარებიან თავისი გამოცდილებით ან სიტყვით. გინდათ რამის კეთება, მაშინ შეხედეთ მათ, ვინც ეს უკვე გააკეთა.
  7. ნებისმიერ თქვენთაგანს აქვს რაღაც მისწრაფება, სურვილი, რომელშიც მთელ რესურს ჩადებს. მე 4 წელი დავხარჯე იმისთვის, რომ შემექმნა მოძრაობა „იცხოვრე შენი ცხოვრებით“.
  8. გახსოვდეთ, ვერავინ აგიკრძალავთ შეისწავლოთ თქვენი თავი, თქვენი მისწრაფებები. შეცვალეთ თქვენი წრე საინტერესო ადამიანებით. ნუ მიდიხართ მათთან, ვინც ქვევით გექაჩებათ. გახსოვდეთ ჩვეულებრივი ადამიანები, არაჩვეულებრივ შედეგს დებენ. თუ თქვენ გაინტერესებთ ქსოვა, მაშინ მოძებნეთ ვინმე ამ სფეროში და ისწავლეთ მისგან. თქვენ გაქვთ არჩევანი: შეგიძლიათ დარჩეთ ადამიანებთან, რომლებიც გეუბნებიან, რომ ვერ შეძლებთ, ან გარშემო შემოიკრიბოთ ისინი, ვინც სტიმულს მოგცემენ”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები