LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუ იტყუებით… მაცადეთ თქმა, 5 წუთს მოვითხოვ – კობახიძის და ჯანგირაშვილის მწვავე დაპირისპირება

96

“ნუ იტყუებით, მარეგულირებლის მონაცემებს თუ იყენებთ, ზუსტ რიცხვებზე ისაუბრეთ,”- ამ სიტყვებით გააწყვეტინა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია “კავკასიის” გენერალურ დირექტორს ნინო ჯანგაშვილს გამოსვლა მედიასთან შეხვედრისას, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებზე ვეტოს დაძლევა არ დაძლევის საკთხი განიხილება.

ნინო ჯანგირაშვილმა განაცახდა, რომ 2014 წლიდან სარეკლამო ბაზარზე კლების ტენდენციაა და გაუგებარია საზოგადოებრივი მაუყებლის არგუმენტი, თითქოს, არსებობს ზრდის ტენდენცია და შესაბამისად, ამით საბუთდება კონკრეტულად ის ცვლლება, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის განთავსების უფლებას აძლევს.

ირაკლი კობახიძის თქმით კი ჯანგირაშვილი იტყუება და ზუსტად მარეგულრიებელი კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით სარეკლამო ბაზარი 2014 წლიდან 25 მილიონით არის გაზრდილი. კობახიძის ამ განცხადებას ჯანგირაშვილის მხრიდან პროტესტი მოჰყვა და კამათი ამ წუთებშიც გრძლდება. კობახიძე და ჯანგირაშვილი ერთმანეთს მცდარი განცხადბეების გაკეთებაში ადანაშაულებენ.