LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუ გვიღებთ ინტიმურ ფოტოებს: უკნიდან და ქვემოდან გადაღებულმა ქალებმა დაიჩივლეს

108
2686996-55562230-2560-1440

მძლეოსნები აღშფოთდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან ინტიმური რაკურსით გადაღებული ფოტოების გამო.

გერმანელმა მძლეოსნებმა მსოფლიო ჩემპიონატის სიახლე გააკრიტიკეს – სპორტსმენებს სტარტის დროს უკნიდან და დაბლიდან უღებენ, შემდეგ კი მსგავს კადრებს ეთერში უშვებენ.

„შეეძლო ქალს ასეთი გეგმის შემუშავება? არა მგონია. და არც ის მგონია, რომ ეს კამერები ასეთი კარგია. მსგავსი გადაღებით უსიამოვნო შეგრძნება მეუფლება“, – ციტირებს „ბილდი“ 22 წლის მორბენალ ჯინა ლიუკენკემპერს. მას დაეთანხმა თანამემამულე ტატიანა პინტო.

ორგანიზატორებმა ყურად იღეს სპორტსმენების ნალაპარაკები – სტარტზე მძლეოსნების კვლავ მსხვილ კადრებს აჩვენებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები