LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუ გვაიძულებთ, ყველაზე ხისტ ღონისძიებებზე გადავიდეთ: აჭარის მთავრობის თავმჯდომარე

50
თორნიკე რიჟვაძე

„დღეს გვაქვს 900 ზე მეტი შემთხვევა და ვფიქრობ, არსებული ეპიდვითარების სიმძიმეს ყველა უნდა იაზრებდეს ქალაქში, რეგიონში და ქვეყანაში. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება უმკაცრესი აღსრულება, ვინაიდან თხოვნა აღარ ჭრის,“– ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანების გადასარჩენად კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება უმკაცრესად აღსრულდება. ამასთან, როგორც რიჟვაძემ აღნიშნა, ბათუმის კლინიკებში ადგილები არ არის და კოვიდის მართვისთვის ახალი საავადმყოფოები ემატება.

„არც ტურისტები და არც ადგილობრივი დამსვენებლები პირბადეს არ იყენებენ.. ძალიან მძიმე მდგომარეობაა, არადა „ჩაკეტვა“ არავის უნდა“ - რა ხდება აჭარაში და როგორ მიმდინარეობს რეგულაციების ზედამხედველობა

„ძირითადი აქცენტი, რასაც შრომის ინსპექცია მუდმივად აკეთებს, უშუალოდ იმ ეკონომიკურად დასაქმებული პირების ცნობიერების ამაღლებას ეხება, რომლებიც მოქალაქეებს სხვადასხვა სერვისებს სთავაზობენ.“

„კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება უმკაცრესად აღსრულდება, რომ გადავარჩინოთ ადამიანები. მარტივად რომ გითხრათ, გუშინ იყო რამდენიმე ქორწილი და მინდა ვთხოვო ამ კონკრეტული დაწესებულებებს და იმათაც, ვინც ამ ქორწილებს ატარებს, თუ ახლობლები უყვართ, თუ უყვართ მშობლები, მოხუცები, შვილები, ამ ვითარებაში ქორწილების გამართვა, არის მათთვის პირდაპირი სიცოცხლისთვის რისკის შექმნა.

ეს ყველამ უნდა გავიაზროთ და ექიმებსაც უნდა გავუფრთხილდეთ. დღეს თერაპიული და რეანიმაციული ადგილები ბათუმში არსად არის და ვიმატებთ ახალ საავადმყოფოებს. ამიტომ ნუ გვაიძულებთ, რომ ყველაზე ხისტ ღონისძიებებზე გადავიდეთ,“- განაცხადა რიჟვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები