LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნუ გაუშვებთ მოზარდებს მონასტრებში.. ნუ შეუწყობთ ხელს მათ დაღუპვას და განადგურებას.. რა უნდა მასწავლოს 18 წლის არქიმანდრიტმა..წერა-კითხვის უცოდინრები ხდებიან მონასტრის წინამძღვრები და ვითომ ასკეტური მოძღვრებით, სიცოცხლეს გაძულებენ…“ – პეტრე კოლხი

1214
პეტრე კოლხი

„ნუ გაუშვებთ მოზარდებს მონასტრებში, ნუ მისცემთ უფლებას არასრულწლოვანებს, გადადგან საბედისწერო ნაბიჯი… ნუ შეუწყობთ ხელს მათ დაღუპვას და განადგურებას… ისინი მერე სხვებს გაანადგურებენ, ვითომ ლოცვა-კურთხევის და მორჩილების სახელით!..“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პეტრე კოლხი წერს.

„რა უნდა მასწავლოს 18 წლის არქიმანდრიტმა, თვითონ არაფერი იცის… სულიერებას თავი დავანებოთ, წერა-კითხვის უცოდინრები რომ ხდებიან მონასტრის წინამძღვრები და ანაფორის ფრიალით, მრისხანე გამოხედვით, ვითომ ასკეტური მოძღვრებით, სიცოცხლეს რომ გაძულებენ…

აი, სად იჩენს თავს პედოფილია, პატარებზე სულიერ-ფსიქოლოგიური ძალადობა… ვითომ ხსნა, ვითომ გადარჩენა და საბოლოოდ წარწყმედა!…“, – წერს პეტრე კოლხი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები