LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნუ გახდები სიკვდილის დისტრიბუტორი” – ექიმები და სტუდენტები აქცია-პერფორმანს მართავენ

3899
Untitled design (4)

“ნუ გახდები სიკვდილის დისტრიბუტორი” – ამ სახელწოდებით სასტუმრო “რედისონთან” ექიმები და სტუდენტები აქცია-პერფორმანსს მართავენ.

“თამბაქოს კონტროლის ალიანსის” ხელმძღვანელის, გიორგი ბახტურიძის განცხადებით, მათ “სირცხვილის კორიდორი” მოუწყვეს სემინარის იმ ორგანიზატორებს, რომლებიც თამბაქოს ინდუსტრიას პოპულარიზაციას უწევენ.

“კონკრეტული თამბაქოს ინდუსტრია ასპონსორებს და პოპულარიზაციას უწევს მის კონკრეტულ ბრენდს, ოღონდ ამაში სამედიცინო საზოგადოებას და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებს იყენებს. მანამდე თუ ამ პროცესში ჩართული იყო ჯანდაცვის ერთი ყოფილი მინისტრი, ახლა ორი ყოფილი მინისტრი მიემატა და წინა ხელისუფლების უკვე სამი ყოფილი მინისტრია პროპაგანდაში ჩართული და დაფინანსებას ამ კრიმინალური ბიზნესისგან იღებს.

მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, მოახდინონ რეაგირება, მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს – ამ ანკესს არ წამოეგონ და თამბაქოს ინდუსტრიის მარიონეტები არ გახდნენ. ორმაგ თამაშს ეწევიან, ერთი მხრივ, თითქოს წარმოადგენენ თავს, რომ ჯანდაცვის სპეციალისტები არიან, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი თამბაქოს ინდუსტრიის თანამშრომლები არიან. ეს უნდა გაიმიჯნოს.

აქამდე თუ ჩუმად ატარებდნენ ოჯახის ექიმების, სტომატოლოგების ტრენინგებს, დღეს უკვე სააშკარაოზე გამოვიდნენ და საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზება დაიწყეს, მათთან ერთად ამ პროცესში ჩართული არიან მოსყიდული, ე.წ. მეცნიერები, რომლებიც თავიანთი კვლევის საფუძველზე ამყარებენ დასკვნას, რომ თურმე რაღაც ერთი პროდუქტი ნაკლები მავნეობის ყოფილა მეორე პროდუქტზე.

მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაცია ამბობს, რომ ყველა პროდუქტში, როგორიც არის ელექტრონული სიგარეტი, გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები, არის კანცეროგენები და ტოქსინები, რომელსაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის უზარმაზარი საფრთხე მოაქვს”, – თქვა ბახტურიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები