LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუ გაიმეორებთ 13 ივნისის ტრაგედიას – მდინარე, რომელიც შეიძლება ადიდდეს და საფრთხე, რომელიც მოსახლეობას ელოდება

315
iPiccy-collage- digmis xevi

„ნუ გაიმეორებთ 13 ივნისის ტრაგედიას, დაუბრუნეთ ხევს თავისი ფუნქცია, დაიტბორა სახლები” – ამ სათაურით ვიდეოს დიდი დიღმის კერძო დასახლების ერთ-ერთი მოსახლე აქვეყნებს. მოქალაქე თბილისის მერიას მიმართავს მოახდინოს რეაგირება. ვიდეო გადაღებულია 19 ივნისს მისამართზე: დიდი დიღომი, მესამე მიკრორაიონი, კრისტიან სტივენის ქუჩა.

ამ თემაზე სოციალურ ქსელში ვიდეო 2018 წლის 8 იანვარსაც არის განთავსებული. პრობლემა მაშინ მარკო პოლოს ქუჩის მცხოვრებლებს ჰქონდათ.

“დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში, კერძოდ, მარკო პოლოს ქუჩის ბოლოს იყო ხევი, რომელიც ნოემბრის დასაწყისში მიწით ამოავსეს კერძო კომპანიის სატვირთოებმა. მიუხედავად იმისა,რომ წყლის დრენაჟების დამონტაჟებას შეგვპირდნენ, დღემდე მხოლოდ მიწის საფარია. 31-1 იანვარს წვიმის შედეგად მიდამოები, სახლების ნაწილი დაიტბორა, შესაბამისად დაზიანდი გზის საფარიც. ამ საკითხთან დაკავშირებით ნოემბრის ბოლოს მივმართეთ თბილისის მერიას და კვლავაც ველოდებით რეაგირებას. უმორჩილესად გთხოვთ, უმოკლეს ვადებში მოგვიხსნათ ეს პრობლემა, სანამ უარესად დავზარალდით მოსახლეობა და თავიდან აგვაცილოთ 13 ივნისის ვერეს ხეობის მსგავსად მოყენებული ზიანი“, – წერია გამოქვეყნებულ ვიდეოზე.

საბურთალოს რაიონის გამგებელი „ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, რომ აღნიშნულ ხევთან დაკავშირებით ინფორმირებულები არიან.

„ეს ძალიან რთული პროცესია. ჩვენ ინფორმირებულები ვართ და ვმუშაობთ ამ საკითხზე. რამდენიმე წერილი გვაქვს გაგზავნილი და ვითხოვთ გეოლოგიურ დასკვნას და ასევე გარემოს დაცვის სამინისტროსგან ინფორმაციას, თუ რა სიტუაციაა კონკრეტულად ამ მონაკვეთზე და რა სამუშაოები უნდა დაიგეგმოს ჩვენს მიერ. მათი მხიდან ველოდებით ასევე რეკომენდაციებს და როგორც კი პასუხს მოგვწერენ, მაშინვე მოვახდენთ რეაგირებას“, – განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ.

არის თუ არა თბილისის მერია ინფორმირებული ამ თემასთან დაკავშირებით? მიმდინარეობს თუ არა ადგილის შესწავლა და რა ზომებს მიმართავს თბილისის მერია იმისთვის, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სტიქია არ დაფიქსირდეს? – ამ კითხვებით „ფორტუნამ“ თბილისის მერიას მიმართა. მათი განცხადებით, საბურთალოს რაიონის გამგეობა საქმის კურსშია.

„საბურთალოს რაიონის გამგეობა საქმის კურსშია. ამჟამად ელოდებიან დასკვნას, რომელიც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უნდა გააკეთოს და ამის მერე იქნება გადაწყვეტილება მიღებული შემდეგ გასატარებელ ღონისძიებებზე“, – განაცხადეს თბილისის მერიაში.