LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნუ დამესხმებით თავს ღარიბი სტუდენტების ტკივილი არ გესმისო.. ამას ვწერ, თავის დროზე თვითონ უღარიბესი სტუდენტი“ – როგორ ეხმაურება ნანა გეგჭკორი თსუ-ში მომხდარ მოვლენებს

793
BeFunky-collage (16)

“სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს უმაღლესი განათლების დანიშნულების გააზრების კულტურა.
უმაღლეს განათლებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ ის გაძლევს ცოდნას და უნარ-ჩვევებს, რასაც მერე სარფიანად გაყიდი და მთელი ცხოვრება ფინანსურად და მორალურად უზრუნველგყოფს”, – ასე ეხმაურება ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გუ­შინ, 10 ივნისს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს.

მისი თქმით, პრობლემა მენტალიტეტია და “არა ის, რომ რექტორი ბავშვებს არ ხვდება”.

თსუ-ის სტუდენტებმა მორიგი აქცია გამართეს და რექტორის კაბინეტი დაიკავეს

“სწავლაში ფულის გადახდას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ ამ თანხას, უნივერსიტეტში დაუფლებული პროფესიით, სამსახურში მოწყობიდან პირველი რამდენიმე წელი დაიბრუნებ და მატერიალურ კაპიტალად აქცევ.

იმისთვის რომ უმაღლესმა განათლებამ უზრუნველყოს ადამიანის პროფესიული მომავალი;

– პროფესია უნდა იყოს არჩეული სწორად, აბიტურიენტის უნარების, გონებრივი შესაძლებლობების, ინტერესების და მიზნების შესაბამისად.

– სასწავლებელი უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტებს რაც აუცილებელია სამომავლო დასაქმებისთვის.

– სასწავლებელში უნდა იყოს თანაბარი, სამართლიანი გარემო ყველასთვის ვინც იქ ხვდება.

– მინიმუმ ის მაინც უნდა იყოს გარანტირებული რომ მასწავლებლისგან კორუფციას და ნეპოტიზმს არ ისწავლის სტუდენტი, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე რომ ცოდნა უნდა წამოიღოს მისგან.

– სასწავლებლის ინტერესებში უნდა შედიოდეს მისი პროდუქტის (ამ შემთხვევაში კურსამთავრებულის) კონკურენტუნარიანობა შრომის ბაზარზე.

არ გვეყოლებოდა ამდენი სტატუსშეჩერებული სტუდენტი თავიდანვე სწორად რომ ირჩევდნენ პროფესიულ გზას ადამიანები.
მე რომ აბიტურიენტი ვიყო დღეს, როცა ევროპის ქვეყებთან მაინც უვიზო მიმოსვლა გვაქვს.
სკოლაში სწავლის პერუოდიდანვე მთავარ ინვესტიციას (გონებრივს) ჩავდებდი ენების შესწავლასა და უცხოეთში სწავლისთვის გზების მოძიებაში. სკოლის დამთავრებისთანავე “სავალდებულო დიპლომის” მოსაპოვებლად, მინიმალური ზღვრის ძლივს გადალახვით, პირველივე გაღებულ კარში არ შევაბიჯებდი. სასწავლებელი სადაც ასეთი დაბალი სტანდარტებით მიგიღებენ ვერ მოგცემთ იმ ცოდნას რასაც მომავალში მაღალ ანაზღაურებად გაყიდით. იმ თანხას, რასაც მძიმე შრომით უყრით თავს, უხარისხო ლექციების მოსასმენად ვერ გავიმეტებდი, თავს მოვუყრიდი და ყველა გზას მოვიძიებდი ხარისხიან საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსახვედრად.
ვერ გამოიყენებთ ბავშვებო უხარისხო განათლებას და ნუ იხდით ფულს მასში. უხარუსხო განათლებით იმ თანხასაც კი ვერ ამოიღებთ რაც ჩამონგრეულ საერთო საცხოვრებელში გადაიხდეთ.
მე არ ვურჩევდი ჩემს შვილს უმაღლეს სასწავლებელში დროის კარგვას თუ მას არ აქვს რაიმე განსაკუთრებული უნარები და სურვილი. უძვირფასეს დროს აკარგვინებთ ასე შვილებს და ამახინჯებთ მათ მომავალს. ამ დროს უამრავი პროფესიაა სადაც შეიძლებოდა ვარსკვლავები მოეწყვიტათ.

მოკლედ, ჩემი აზრით პრობლემა მენტალიტეტია და არა ის, რომ რექტორი ბავშვებს არ ხვდება. ეს შედეგია…

ბრძოლას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს როცა მიზეზისკენაა მიმართული და არა შედეგისკენ.

რაც დღეს უნივერსიტეტის კედლებში ხდება, იგივეა მწვავე ინფარქტით პაციენტს გულის ტკივილი მორფინით რომ გავუყიჩო და არ ვეცადო დახშული სუსხლძარღვის გახსნას. დახშული სისღლძარღვია ინფარქტის მიზეზი, ტკივილი შედეგია. ტკივილის გაყუჩებით პაციენტის ტანჯვას მცირე დროით გავახანგძლივებ და ის მაინც მოკვდება.

P.S. ნუ დამესხმებით თავს ღარიბი სტუდენტების ტკივილი არ გესმისო. ამას ვწერ, თავის დროზე თვითონ უღარიბესი სტუდენტი. მთელი ჩემი ცხოვრება, დღემდე წიგნებზე დაღამებულ-გათენებული დღეები და ღამეებია. სწორედ აქედან მესმის ხარისხიანი განათლების და პროფესიულ გზაზე სწორად შედგომის მნიშვნელობა”,- წერს ნანა გეგეჭკორი.

გუშინ, თსუ-ში განვითარებული მოვლენების შედეგად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ. კერძოდ, 4 თანამშრომელი კლინიკაში გადაიყვანეს.

4 თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში – თსუ განცხადებას ავრცელებს

ბაჩო ხუროშვილი: “სად გაიზარდეთ? მამის და ბაბუის ასაკის ხალხზე ხელი როგორ აღმართეთ? ეს ლაფი ამ ინსტიტუციას არ დაუმსახურებია, გამობრძანდით და მოიხადეთ ბოდიში”

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა 10 ივნისს უნივერსიტეტში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

თსუ-ში აქციის მონაწილე სტუდენტები: გადაცდომის მიუხედავად, რომელიც ნებისმიერი მწვავე პროტესტისთვის დამახასიათებელია, აქციის არსისა და მიზნის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არ არის მართებული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები