LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე – წულუკიანი გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე

97
wulukiani xaraCooebi

„ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე” – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესების კომენტირებისას განაცხადა.

თეა წულუკიანის შეფასებით, 2008 წლიდან 2020 წლამდე მიმდინარეობდა ძეგლისათვის საზიანო ექსპერიმენტი.

„ამას ერქვა 2008 წლიდან შუასაუკუნეობრივი და საქართველოს ოქროს ხანის დროინდელი კრამიტით გადახურვის მეთოდის აღორძინება და ამ ძველი მეთოდის აღორძინებისთვის, სამწუხაროდ, შეირჩა სწორედ საექსპერიმენტოდ გელათი. ვთვლი, რომ ეს იყო დიდი შეცდომა.

ამგვარმა ექსპერიმენტმა დააზიანა ძეგლი და მინდა ყველას გთხოვოთ, ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე. ხარაჩოებზე ბოდიალი აზიანებს კიდევ უფრო მეტად იმ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფრესკებს, რომელ მდგომარეობაშიც სამწუხაროდ ზოგიერთი ფრესკის ზოგიერთი კონკრეტული ნაწილი არის”, – აღნიშნა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ერაყიდან ჩამოვა იტალიელი ექსპერტი, რომელიც გელათის სახურავის მდგომარეობას შეისწავლის.

კულტურის მინისტრი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ფოტოსაც გამოეხმაურა, რომელზეც გელათის ფრესკები იყო გამოსახული და აღნიშნა, რომ  გავრცელებული ფოტო, თითქოს გელათში ფრესკები წებოვანი ლენტებით არის დამაგრებული, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ფერწერის სპეციალისტებსა და ხელოვნებათმცოდნეებს ვკითხე და ისინი თავს გრძნობენ შეურაცხყოფილად მისი პოსტის გამო წებოვან ლენტებზე. ეს არ არის წებოვანი ლენტები.

ეს არის სპეციალური მასალა. მესმის, რომ ბატონი ნიკა გვარამია არაკვალიფიციურია ჩემსავით, მაგრამ მე, როდესაც არ ვიცი, ვეკითხები სპეციალისტს. ის არავის არაფერს არ ეკითხება და მოეჩვენა სკოჩი.

აღმოჩნდა, რომ ეს არ არის სკოჩი, ეს არის სპეციალური მასალა. იმიტომ რომ ფრესკა, სწორედ ნიკა გვარამიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2008 წლიდან იყო ექსპერიმენტების მსხვერპლი. დღეს ზოგიერთი ნაწილი არის მძიმე დღეში. ეს არის სპეციალური მასალა იმისთვის, როდესაც გამომარილებისა და გამოშრობის პროცესი მიმდინარეობს, ნაწილაკები კედელს არ მოწყდეს“. – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები