LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნორვეგიის საგარეო უწყება: შეშფოთებული ვართ ქართული კანონპროექტით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს „უცხოურ აგენტებად“ მოიხსენიებს – ის უარყოფითად იმოქმედებს ნორვეგია-საქართველოს თანამშრომლობაზე

137
მუმლაძე და დათო სააკაშვილი

ნორვეგია შეშფოთებულია ქართული კანონპროექტით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს “უცხოურ აგენტებად” განსაზღვრავს, – ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„შეშფოთებულები ვართ კანონპროექტით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს უცხოურ აგენტებად განსაზღვრავს, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ევროპულ მისწრაფებებს და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს. ეს უარყოფითად იმოქმედებს ნორვეგია-საქართველოს თანამშრომლობაზე. ნორვეგია კანონმდებლებს მოუწოდებს, საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ“, – წერია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები