LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნორვეგიიის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე ოპოზიციამ გაიმარჯვა

66
ნორვეგია

ნორვეგიაში მემარჯვენე ცენტრისტების რვაწლიანი მმართველობა დასრულდა, – საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე ოპოზიციამ გაიმარჯვა

„ლეიბორისტული პარტია“ და მისი ორი მოკავშირე, მემარცხენე-სოციალისტები და ევროსკეპტიკოსი ცენტრისტული პარტია 169-ადგილიან პარლამენტში 100 ადგილს დაიკავებენ.
მოქმედი მმართველი პარტია ახალ საკანონმდებლო ორგანოში 68 მანდატს მიიღებს.

მემარცხენე კოალიციას „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, მილიონერი იონას გარ სტოერე ხელმძღვანელობს.

საარჩევნო კამპანიის დროს „ლეიბორისტული პარტიის“ ხელმძღვანელი სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ გამოდიოდა.

იონას გარ სტოერე 2005-2012 წლებში ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები