საერთაშორისო ენერგო სააგენტოს მონაცემების მიხედვით, თუკი ჰიბრიდებს გამოვრიცხავთ, მაშინ ნორვეგიაში, 2017 წელს ელექტრომობილების წილი საავტომობილო ბაზრის 30%-ს შეადგენს.
გასულ წელს, ჰიბრიდებისა და ელექტრომობილების წილი ნორვეგიის ახალი ავტომობილების ბაზარზე, 2016 წელთან შედარებით 12%-ით გაიზარდა და 56% გახდა.
ასეთი მაღალი მოთხოვნის ძირითადი მიზეზი იმ სტიმულს უკავშირდება, რასაც ნორვეგიის მთავრობა ელექტროფიცირებული ავტომობილების მყიდველებს სთავაზობს. წახალისებების რიცხვში შედის სხვადასხვა საგადასახადო შეღავათი, საგზაო მოსაკრებლების გაუქმება პარკირების უფასო მომსახურება და ასევე დასამუხტი სადგურებით უფასოდ სარგებლობა.
„პირველად, ბენზინისა და დიზელისძრავიანი ავტომობილების წილი ბაზარზე 50%-ზე ნაკლებს შეადგენს. მსხვილი საავტომობილო მწარმოებლები უკვე აცხადებენ, რომ გეგმავენ ელექტრომობილები გამოუშვან“ – აცხადებს ნორვეგიის საგზაო ფედერაციის ხელმძღვანელი სოლბერგ ტორსენი.
ჯერ მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ მიუღწევია ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების დანერგვაში ასეთი შედეგებისთვის.