ნორვეგია უკრაინას ზამთარში გაზის შესასყიდად 195 მლნ დოლარზე მეტს გამოუყოფს, – უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ნორვეგიის მთავრობამ პრესრელიზი გაავრცელა.
მისივე ცნობით, ნორვეგიის ფინანსთა მინისტრმა ტრიგვე ვედუმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერა.
“უკრაინამ სპეციალურად მიმართა ნორვეგიას, მხარი დაუჭიროს ბუნებრივი აირის შესყიდვას ამ ზამთარში. დრო კრიტიკულია და ჩვენ მოხარული ვართ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი არის ჩვენი პარტნიორი გაზის შესყიდვაში. მნიშვნელოვანია მხარდაჭერის მიწოდება საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს დაფინანსების ეფექტურ და გამჭვირვალე გამოყენებას”, – განაცხადა ვედუმმა.
როგორც Ukrinform იუწყება, ნორვეგიის მთავრობა დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით უკრაინის საერთაშორისო ფონდში 1,5 მილიარდი ნორვეგიული კრონის (დაახლოებით 144 მილიონი დოლარი) შესატანად ემზადება.