LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნორვეგია რუსული ნომრების მქონე მანქანებს ქვეყანაში არ შეუშვებს

111
U_58e74image_story

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ქვეყანაში რუსული ნომრებით ავტომობილების შემოსვლა იკრძალება. აღნიშნული შეზღუდვა მხოლოდ 10 ან ნაკლები დასაჯდომი ადგილის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე გავრცელდება.

ქვეყნის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ნორვეგია აძლიერებს რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდავ ზომებს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის საპასუხოდ.

„მნიშვნელოვანია, რომ სანქციები ეფექტიანი იყოს, რათა რაც შეიძლება მეტი შემოსავალი აღვკვეთოთ, რომელიც რუსულ სახელმწიფოს ომის დაფინანსებისთვის სჭირდება“, – განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰუიტფელდტმა.

ცვლილებები ძალაში 3 ოქტომბრიდან შევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები