“ინდეფენდენთის” ინფორმაციით, 2017 წელს, რუსეთისგან დამოუკიდებლობის 100 წლის აღსანიშნავად, ნორვეგიის ხელისუფლება ფინეთს მთას აჩუქებს.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი თანახმაა, მეზობელ ქვეყანას აჩუქოს მთის მწვერვალი, რომელიც ფინეთის ახალი უმაღლესი წერტილი გახდება, სახელმწიფო საზღვარი კი დაახლოებით 40 მეტრით გადაიწევს.
ჰალტის მთა 1365 მეტრის სიმაღლისაა და ფინეთის საზღვრიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობს.