LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nokia-ს ანდროიდ სმარტფონები 2016 წლის მეორე ნახევარში გამოვა

25

ფინური კომპანიის საბოლოო გარდაცვალებაზე არაერთი ჭორ-მართალი გავრცელებულა. ბევრს მიაჩნდა, რომ Microsoft-თან მათი თანამშრომლობა ყველაზე დიდი შეცდომა იყო , რისი წყალობითაც, Nokia-მ მსოფლიო ბაზრის მოწინავე პოზიციები დაკარგა.

რეალური სიტუაცია კი ასეთია: Nokia-მ გაყიდა ტელეფონების საწარმოები. ფინური კომპანიის ტელეფონების ბიზნესი Microsoft-მა შეიძინა და შეთანხმების საფუძველზე კომპანიების საერთო ბრენდი – Nokia Lumia შეიქმნა, რომელიც Microsoft-ის ოპერაციული სისტემისა და Nokia-ს ცნობილი ბრენდის შეერთებით იქნა წარმოდგენილი.

მოგვიანებით Microsoft-მა არასერიოზულად აღიქვა სხვა კომპანიასთან თანამშრომლობა, რაც Nokia-ს ტელეფონების ბიზნესის საბოლოო ’’დაყადაღებით’’ დასრულდა. ამერიკულმა გიგანტმა ფინური კომპანიის ტელეფონები რებრენდირებულად წარმოგვიდგინა სახელით – Microsoft Lumia.

Nokia-ს წარმომადგენლობამ, რამდენიმეწლიანი მიძინების შემდეგ, დღევანდელ რეალობაში სმარტფონების გიგანტებთან შეჭიდება გადაწყვიტა.

ფინურმა სმარტფონების მწარმოებელმა ბრენდის სახელი Nokia უკან გამოისყიდა და ახალი ქარხნებით ღირსეული სახელის დაბრუნება და Google-თან თანამშრომლობა გადაწყვიტა.

კომპანიამ ოფიციალურად წარმოადგინა ორი სმარტფონის მახასიათებლები, რომლებიც 2016 წლის ბოლოს გამოვა.

ფინური სმარტფონების მწარმოებლის განცხადებით, ისინი არ აპირებენ ბაზარზე ბიუჯეტური სმარტფონებით შემოსვლას და მათი გადაწყვეტილებით 2 ფლაგმან-მოდელი ყველაზე ძლიერი (Snapdragon 820) პროცესორით, პოპულარული ეკრანის გაფართოებებითა (5.2 და 5.5) და მეტალის კორპუსით იქნება წარმოდგენილი.

კომპანიის მოწინავე პრიორიტეტი კვლავ კამერის ხარისხია. ფინური მწარმოებლის განცხადებით 22.6 მეგაპიქსელიანი კამერის მოდული სპეციალურად იქნა შემუშავებული საოცარი ფოტოების გადასაღებად.

Nokia-ს სმარტფონების წარმოებას და მათ რეალიზებას ტაივანური კომპანია Foxconn უზრუნველყოფს. გაგრძელდება თუ არა ფინური კომპანიის დაფინანსება Foxconn-ის მიერ, ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა, თუმცა  Nokia ხანგრძლივი ,,კომიდან” გამოსვლას და დამოუკიდებლად ფეხზე წამოდგომას ვერ მოახერხებდა.

აღსანიშნავია, რომ ახალი სმარტფონები გამოდის სწორედ მაშინ, როცა Microsoft-თან ფინური კომპანიის ხელშეკრულების ვადა ანულირდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები