უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა – FlyUIA ზამთრის სანავიგაციო პერიოდში ფრენის განრიგი გამოაქვეყნა, სადაც კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებაცაა შეყვანილი. ინფორმაციას „ავიანიუსი“ აქვეყნებს, რომელიც წერს, რომ FlyUIA 1-ლი ნოემბრიდან კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე კვირაში ოთხი სიხშირით გეგმავს ოპერირებას.
არსებული ინფორმაციით, კიევი-თბილისის მიმართულებაზე რეისები ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას განხორციელდება, ხოლო თბილისი-კიევის მიმართულებაზე – ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, პარასკევს და შაბათს.
„ავიანიუსის“ განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს FlyUIA-ს გეგმას და მან შესაბამისი ნებართვა საქართველოს საავიაციო ხელისუფლებისგანაც უნდა მიიღოს.
ცნობისთვის, ამჟამად უკრაინისთვის საქართველო მწვანე ზონაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან უკრაინაში ჩასულ მგზავრს კარანტინის გავლა არ მოუწევს.