LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოემბრიდან ოთხი თვე კომუნალურ გადასახადებს სახელმწიფო გადაიხდის

915
გახარია

“ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მძიმდება. შესაბამისად, საქართველოშიც ძალიან რთული სიტუაციაა”, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

მან ოპოზიციის წარმომადგენლებს პოლიტიკური მოთამაშეები უწოდა და თხოვნით მიმართა, რომ გაერთიანდნენ და ერთად დაიცვან მოქალაქეები.

ეს ერთადერთი სწორი ბალანსია მოქალაქეების სიცოცხლის დაცვისთვის. წინასაარჩევნო დღეები ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა გითხრათ, რომ ყველა უბანზე სრულად იქნება დაცული ის წესები, რაც დაიცავს მოქალაქეებს“, – აღნიშნა გახარიამ.

მან კომუნალურ გადასახადებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იწყება მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღა. ნოემბრიდან, ოთხი თვის განმავლობაში სახელმწიფო გადაიხდის იმ აბონენტების კომუნალურ გადასახადებს, ვისაც მოხმარებული ექნება 200 კილოვატამდე ელექტროენერგია, ასევე 200 კუბ/მეტრამდე გაზი. ეს შეეხება ასევე, წყლის და დასუფთავების გადასახადებს.

ეს არის, რითიც შეგვიძლია დავეხმაროთ ადამიანებს, ვინც სამსახური და შემოსავალი დაკარგეს პანდემიის გამო” – განაცხადა პრემიერმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები