LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოემბერში ქვეყანაში 151 მილიონი დოლარის ფული გადმოიგზავნა

73
sending-money-dollars-shutterstock-119464618-1

2019 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 151.0 მლნ აშშ დოლარი (448.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 13.3%-ით (17.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის ნოემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.1% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.3% მოდიოდა.

აღსანიშნავია, რომ ფულადი გზავნილები ძირითადად ჭარბობს იმ ქვეყნებიდან, რომლებშიც საქართველოს მოქალაქეები არიან დასაქმებულნი. გადმორიცხული ფულის ოდენობით კი პირველ ხუთეულში, შემდეგი თანმიმდევრობით, ეს ქვეყნები არიან: რუსეთი, იტალია, საბერძნეთი, აშშ და ისრაელი.

რაც შეეხება გადარიცხვებს, 2019 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.9 მლნ აშშ დოლარი (64.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2018 წლის ნოემბერის (19.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 11.1%-ით მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები