LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდიკო ტატიშვილმა ნუგზარ ჩხაიძის ახალი სიმღერა ჩაწერა

5

Ardaidardo.Geგადაცემას ”რადიო დუეტი”  ნოდიკო ტატიშვილი და ნუგზარ ჩხაიძე ესტუმრნენ.

– ნოდიკო, რა მოგვიტანეთ დღეს?

– დღეს მოვედი ახალი სიმღერით. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბატონი ნუგზარ ჩხაიძის სიმღერა ჩავწერე. ნამუშევარი, რომლის მოსმენისთანავე მივხვდი, რომ ის ჩემი იყო.

– ბატონო ნუგზარ, როგორ დაიწერა ეს სიმღერა?

– ეს მელოდია ძალიან სწრაფად დაიწერა. ჩემ გადაცემაში მსახიობი გიორგი ზანგური მონაწილეობდა. საუბარია BBC-ის პროექტზე ”მე მიყვარს საქართველო”, სადაც გიორგიმ ერთ-ერთი თავისი ლექსი წაიკითხა. იმდენად მომეწონა, რომ მელოდია ერთი ამოსუნთქვით დაიწერა. შემდეგ, 2 წლის განმავლობაში ეს სიმღერა თაროზე შემოდებული იყო, რადგან არ ვიცოდი თუ ვის უნდა შეესრულებინა ის.

– და რა შეიცვალა შემდეგ?

– შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ ჩემი საავტორო კონცერტი გამეკეთებინა. მაშინ დავიწყე ფიქრიც. ნოდიკოს დიდი ხანია ვიცნობ და ის როგორც რეჟისორს ბევრჯერ მყავს გადაღებული. და უცებ მივხვდი, რომ თუკი ვინმე შეასრულებდა ამ სიმღერას, იქნებოდა ნოდიკო. როცა ნოდიკომ ის მოისმინა, დავრწმუნდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.

– საინტერესოა, ვის ეკუთვნის ტექსტი და სად ჩაიწერა სიმღერა?

– როგორც უკვე გითხარით, ტექსტი მსახიობ გიორგი ზანგურს ეკუთვნის და სიმღერა კინოსტუდიაში ჩაიწერა. მისი არანჟირება კი ბორის შხიანმა გააკეთა.

– ნოდიკო, როდის დაასრულე სიმღერაზე მუშაობა?

–  საბოლოოდ მუშაობა ორი თვის წინ დავასრულეთ. თუმცა, მე ამერიკაში ვიყავი და ამიტომ მისი პრემიერა დაგვიანდა.

– ბატონო ნუგზარ, როდის გაიმართება თქვენი შემოქმედებითი საღამო?

– ჯერჯერობით ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით. სულ 21 სიმღერა შესრულდება, აქედან 5 აბსოლუტურად ახალია. ძველებსაც არანჟირებას თავიდან გავუკეთებთ. სავარაუდოდ, წელს კონცერტის მომზადებას ვერ მოვასწრებთ, თუმცა მომავალ წელს ის აუცილებლად იქნება.

– ნოდიკო, როგორი იყო შენი შეგრძნება, როცა ეს სიმღერა მოისმინე?

– პირველ რიგში, არის ულამაზესი მელოდია. მახსოვს, მოვუსმინე თუ არა პირველ ბგერებს, მაშინვე ჩემში რაღაც მოხდა. ტექსტიც არის ძალიან მაგარი, მელოდიასთან ერთად ერთ მთლიანობას ქმნის. თავიდანვე მივხვდი, რომ ამ სიმღერას მართლაც მთელი გულით ვიმღერებდი.

აუდიო ჩანაწერი

Audioნოდიკო ტატიშვილმა ნუგზარ ჩხაიძის ახალი სიმღერა ჩაწერა

Warning: Attempt to read property "name" on null in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-content/plugins/dynamic-content-for-elementor/includes/extensions/dynamic-visibility.php(1816) : eval()'d code on line 2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები