ნოდიკო ტატიშვილი და მარიამ როინიშვილი დიდი ხნის მეგობრები და სასცენო პარტნიორები არიან. ყველამ იცის, რომ ისინი მეგობრობენ და მათ შორის არაფერი ხდება, თუმცა მცირე ხნის წინ, ორივეს „ფეისბუქის“ გვერდზე გამოჩნდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ მათ გამხიარულება გადაწყვიტეს და „დაქორწინება“ განიზრახეს.
მარიამმა თეთრი „პაჩკა“ მოირგო, შემდეგ კი, ყველაფერი „წესების სრული დაცვით“ წარიმართა.
ამ ფოტოებმა დიდი აურზაური გამოიწვია მათ „ფეისბუქ“-მეგობრებში და იწინასწარმეტყველეს კიდეც, რომ ჟურნალისტები ამ თემით დაინტერესდებოდნენ. რა თქმა უნდა, ასეც მოხდა. ბევრმა „ახალდაქორწინებულ წყვილს“ მიულოცა კიდეც.