LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდიკო ტატიშვილი აშშ-ში ქართველებისთვის ჩატარებულ კონცერტზე: „ერთი ადამიანი მეუბნებოდა, 15 წელია, დედა არ მინახავს, ლამის გავგიჟდეო…“

455
ნოდიკო ტატიშვილი

ნოდიკო ტატიშვილი „თბილისელებს“ ამერიკაში გამართული კონცერტებისა და იქაური ემიგრანტების ემოციებზე ესაუბრა. ასევე მოუთხრო, როგორ აღნიშნა დაბადების დღე აშშ-ში.

ნოდიკო ტატიშვილი: 

8 ოქტომბერს ერთი კონცერტი უკვე ფილადელფიაში მქონდა. იქ მცხოვრები ჩემი მეგობარი ნანიკო კორახაშვილი იყო ორგანიზატორი და ფანტასტიკური საღამო გამოვიდა. საოცარი მსმენელი იყო, არც მათ უნდოდათ კონცერტის დასრულება და არც – მე. 11 ნოემბერს ნიუ-იორკში ვიმღერე. ამ კონცერტმაც არაჩვეულებრივად ჩაიარა. მის ორგანიზებაში აქ მცხოვრები ქართველი – მაკა ზაბახიძე მეხმარებოდა. ამ კონცერტზე ჩემთან ერთად იმღერა ჩემმა ბავშვობის უსაყვარლესმა მეგობარმა, რომელიც ჩემი ოჯახის წევრია, ნინი შერმადინმა და ძალიან თბილი და სიყვარულით სავსე საღამო გამოვიდა. ძალიან მიხარია, რომ ემიგრანტები გახარებულები და ბედნიერები იყვნენ.

ნოდიკო ტატიშვილი: „ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ჩასვლით ქართველი ემიგრანტები გავახარე, ემიგრანტებისთვის მოწყობილ კონცერტს სულ სხვა ემოცია აქვს, რადგან სიხარულთან ერთად სევდასაც გრძნობ მაყურებლისგან”

– საერთოდ, მათთან შეხვედრა, ალბათ, ძალიან ემოციურია.

– კი, ეს ადამიანები ხომ წლებია, ოჯახისგან, მეგობრებისგან და სამშობლოსგან ძალიან შორს ცხოვრობენ. მე ჯერ შვილი არ მყავს, მაგრამ წარმომიდგენია, რამდენად რთულია, მშობელი რომ ხარ და საკუთარ შვილს წლების განმავლობაში ვერ ნახულობ და ვერ ესიყვარულები. ერთი ადამიანი მეუბნებოდა, 15 წელია, დედა არ მინახავს, ლამის გავგიჟდეო. აქ ყველას თავისი ისტორია აქვს და ყველა ისტორია ძალიან ემოციურია. მეც ვცდილობ, მათთან ისეთი რეპერტუარი ჩამოვიტანო, რომ ის რამდენიმე საათი სამშობლოში დავაბრუნო. კონცერტებზე ისეთი რამეები ხდება, გული მიჩუყდება ხოლმე. ერთი ქალბატონი ჩამეხუტა და მითხრა, შენხელა ბიჭი მყავს და მგონია, მას ვეხუტებიო, ძალიან განვიცადე.

ნოდიკო ტატიშვილი: „არც სამუდამოდ საცხოვრებლად წავსულვარ და არც მუდმივად დამიტოვებია ჩემი ქვეყანა!.. ნოემბერში ვბრუნდები…“

– 37-ე დაბადების დღეს ამერიკაში შეხვდი და წერდი, 33-საათიანი დაბადების დღე გამომივიდა ორივე ქვეყნის დროითო. როგორ გაატარე ეს დღე?

– კი, 33-საათიანი დაბადების დღე მქონდა. მართლა გრანდიოზული დაბადების დღე გამომივიდა. უამრავი მოლოცვა მივიღე, მართლა ძალიან ბევრი და ვეცადე ყველასთვის გამეცა პასუხი. ნაწილობრივ მოვახერხე, ნაწილისთვის ჯერ ისევ გასაცემი მაქვს პასუხი და ამაზე ძალიან ვნერვიულობ, იმედი მაქვს, მოვახერხებ ყველას ვუთხრა მადლობა, რადგან როცა ადამიანი გულით გილოცავს, მადლობის თქმა არ უნდა დაიზარო. მინდოდა, ამერიკაში შევხვედროდი დაბადების დღეს და ასეც მოხდა. მეგობრებმა დამპატიჟეს ძალიან კარგ მექსიკურ რესტორანში, ნინი შერმადინი იყო ჩვენთან ერთად და ეს დღე ძალიან ვიწრო წრეში, ნათლულთან და რამდენიმე უახლოეს მეგობართან ერთად აღვნიშნე. თბილისიდან მეგობრები მირეკავდნენ, მეუბნებოდნენ, აქ როგორ არ უნდა იყო ახლაო. რამდენიმე მეგობარი ერთად შეიკრიბა, დამირეკეს, მიმღერეს. რადიოებმა, ტელევიზიებმა, საინფორმაციო პორტალებმა და ჩემმა მსმენელმა ამ დღეს მართლა გამანებივრა მოლოცვებით. მე ძალიან მიყვარს ასეთი ქაოსი. ზოგი რომ გირეკავს, ზოგი რომ გწერს, გიკომენტარებს – ეს მაბედნიერებს. არ ვიცი, მარტო მომღერლისთვის კი არა, ალბათ, ნებისმიერი ადამიანისთვის ასეა. როცა ხედავ, ადამიანებს უყვარხარ, გულით გილოცავენ და საოცარ სიტყვებს გწერენ, რა უნდა იყოს ამაზე დიდი ბედნიერება?!

ინტერვიუ ვრცლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები