LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდია: ერთ-ერთმა ჩემგან „დაჩაგრულმა“ სტუდენტმა მომწერა, რომ მთავრობაში ჰყავს ახლობლები და ისინი მოგხედავენო

80
გია ნოდია

პოლიტოლოგი და პროფესორი გია ნოდია ეხმაურება საგამოცდო პერიოდში, სტუდენტების გარკვეული ნაწილის მხრიდან შეფასებებთან დაკავშირებით გამოთქმულ პრეტენზიებს და წერს:

„საგამოცდო პერიოდში პროფესორები ვწუწუნებთ ხოლმე, რომ სტუდენტების (ცხადია, მათი მცირე ნაწილის) ზეწოლის ქვეშ ვართ: ზოგი ენერგიულად და სხვადასხვა არგუმენტით გვარწმუნებს, რატომ უნდა დავუწეროთ იმაზე მაღალი შეფასება, ვიდრე ვუწერთ.

მეც ცხადია ამ დღეში ვარ, მაგრამ ვთვლი, რომ სამსახურის ნაწილია, ასე რომ ამაზე დიდად არ დამიჩივლია (მხოლოდ სხვებს ვულაიქებდი). მედგრად ვუძლებ, ისევე, როგორც ივლისის სიცხეს, ბენზინზე ფასების ზრდას, ირაკლი კობახიძის განცხადებებს და სხვა ცხოვრებისეულ გამოწვევებს.

მაგრამ ამ დღეებში ახალი თემა დაემატა ზეწოლის მექანიზმებს: ერთ-ერთმა ჩემგან „დაჩაგრულმა“ სტუდენტმა მომწერა, რომ მთავრობაში ჰყავს ახლობლები და ისინი მოგხედავენო. კოლეგებს ვეკითხები, გქონიათ ასეთი გამოცდილება თუ ეს თქვენთვისაც უჩვეულოა?

მაინტერესებს, ტრენდში ვზივარ თუ არა“. – წერს გია ნოდია სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები