„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსისა და ტელეწამყვანის, ნოდარ მელაძის მანქანის ძარცვის საქმეზე პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
[related_news id=”898505″ align=”left”]
ცნობისთვის, ნოდარ მელაძემ გუშინ, 13 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი მანქანა ღამით გაძარცვეს.
მისი თქმით, მოპარულია ტელეკომპანიის კუთვნილი კომპიუტერის გარე მყარი დისკი.
მომხდარ ფაქტს ნოდარ მელაძე პროფესიულ საქმიანობას უკავშირებდა. ტელეკომპანიის ცნობით, ნოდარ მელაძე საქმეზე დაზარალებულის სტატუსიც მიანიჭეს.