LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარ ხადური: ლარის კურსი დასტაბილურდება და შეინარჩუნებს გამყარების ტენდენციას

82

ლარის კურსი დასტაბილურდება და საშუალოვადიან პერიოდში შეინარჩუნებს გამყარების ტენდენციას. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ხადურმა აღნიშნა, კურსის ცვლილება გამოწვეული იყო ერთჯერადი ტრანზაქციებით.

„გაცვლითი კურსის ცვლილება გამოწვეული იყო ერთჯერადი ტრანზაქციებით. არაერთი განცხადება გაკეთდა, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე ეროვნული ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან. კურსი დასტაბილურდება და საშუალოვადიან პერიოდში შეინარჩუნებს გამყარების ტენდენციას”, – განაცხადა ხადურმა.