LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიურბურგრინგიდან გაქცევა“ – BMW M4 CS-ის დრიფტი, რომელმაც ათასობით ნახვა დააგროვა

90

BMW M4 CS-ის დრიფტი ნიურბურგრინგის ტრასაზე გადაიღეს. უნიკალური კადრები ამერიკულმა კომპანია Pennzoil-მა თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

BMW-ს კუპე 460 ძალის ტურბო ძრავითაა აღჭურვილი და თავის წინამორბედთან შედარებით 30 კგ-ით ნაკლებს იწონის. სუპერქარს 0-დან 100 კმ-ს გასავითარებლად სულ რაღაც 3,9 წამი სჭირდება. მოდელის მაქსიმალური სიჩქარე კი 280 კმ/სთ -ია. ხოლო, ნიურბურგრინგის გასავლელად ავტომობილს ნორმალურზე 14 წამით ნაკლები დრო, სულ რაღაც 7 წუთი და 38 წამი დასჭირდა.

აღსანიშნავია, რომ „ნიურბურგრინგიდან გაქცევა“, როგორც დრიფტს ვიდეოს ავტორებმა უწოდეს – ქსელში მოხვედრისთანავე ძალიან პოპულარული გახდა და ათასობით ნახვაც დააგროვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები