Youtube-ზე გამოჩნდა ვიდეო, რომელზეც ყველაზე რთულად გადასალახი ტრეკია ასახული. კადრები 1970-იან წლებშია გადაღებული და ავტომობილები ძირითადად სასიკვდილო მოსახვევად აღიარებულ Adenauer Forst-ში იმტვრევიან. შეგახსენებთ, რომ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი ავარია ნიურბურგრინგზე რამდენიმე თვის წინაც მოხდა. Hatzenbach-ის მოსახვევში Porshce 911 Gt3 RS არც მეტი არც ნაკლები, ერთდროულად 14 ავტომობილს დაეჯახა. ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაზარალდა. ნიურბურგრინგი ეს არის 23 კილომეტრიანი ტრასა და 1976 წლამდე ის „ფორმულა 1“-ის რბოლებს მასპინლობდა ხოლმე. დღესდღეობით კი ტრეკზე „24 საათი ნიურბურგრინგზე“ მარათონი ტარდება.