LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ-იორკში უცნობი დაავადებით 3 ბავშვი გარდაიცვალა, დაავადებულია კიდევ 73

2811
merlin-171615855-3fcf73e0-bb43-4f50-85ee-4542d445b500-jumbo

ნიუ-იორკში უცნობი დაავადებით 3 ბავშვი გარდაიცვალა, დაავადებულია კიდევ 73.

ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს კორონავირუსის ინფექციასთან.

მაგრამ სიმპტომები ამ შემთხვევაში განსხვავებულია, ის უფრო ტოქსიკურ შოკს ჰგავს, რა დროსაც ანთებითი პროცესები იწყება კანზე, თვალებზე, სისხლის მატარებლებსა და გულზე.

“ამ დაავადებამ 3 ნიუ-იორკელი ბავშვის სიცოცხლე წაგვართვა… ეს ახალი ტენდენციაა. ახალი მიმართულება,”- განაცხადა შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ.

მისივე თქმით, ბავშვებს, რომლებიც სხვადასხვა დროს ნიუ-იორკის კლინიკებში სასწრაფო დახმარების საშუალებით შეჰყავდათ, არ ჰქონდათ ამ ვირუსისთვის დამახასიათებელი რესპირაციული სინდრომები; მათი უმრავლესობა იყო კოვიდ-დადებითი ან სისხლში ჰქონდა ახალი კორონავირუსის ანტისხეულები.

ექიმების ამბობენ, რომ მოზრდილებში კორონავირუსი სასუნთქ გზებს აზიანებს, ახალი დაავადება კი ბავშვების გულ-სისხლძარღვთა სისტემას აზიანებს, მათ შორის, კორონარულ არტერიებს.

ასევე აღნიშნავენ, რომ ახალი დაავადების სიმპტომები კავასაკის დაავადებას ჰგავს. ეს უკანასკნელი კი ცნობილია, რომ გავრცელებულია მხოლოდ ბავშვებში და გამოიხატება ვენებისა და არტერიების, მათ შორის კორონარული არტერიების, ანთებით.

უცნობი დაავადების შემთხვევები ნიუ-იორკის გარდა დაფიქსირდა ლუიზიანის, მისისიპისა და კალიფორნიის შტატებში.

მსგავსი შემთხვევები აღრიცხეს ევროპაშიც. დაახლოებით 50 ფაქტი დაფიქსირდა ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, ესპანეთსა და იტალიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები