ნიუ-იორკში პატარა ლეკვებით სავსე ფურგონი გადატრიალდა. გამოცემა „Star-Gazette”-ს ინფორმაციით, ინციდენტის დროს ავტომობილში 103 ლეკვი იმყოფებოდა. მძღოლი, რომელსაც ისინი სხვადასხვა ზოომაღაზიებში უნდა დაერიგებინა, ძალიან დიდი სისწრაფით მოძრაობდა, ამიტომ საჭე ვეღარ დაიმორჩილა, გზიდად გადავიდა და გადაბრუნდა. ამ დროს გზაზე უამრავი ავტომობილი გაჩერდა და ყველა თვითმხილველი ლეკვების გადარჩენას ცდილობდა. საბედნიეროდ, შემთხვევის დროს ყველა ცხოველი ცოცხალი გადარჩა და მხოლოდ რამდენიმე მათგანმა მიიღო მცირე დაზიანებები. აღსანიშნავია, რომ მძღოლის წინააღმდეგ საქმე აღძრეს, მას ბრალი ცხოველთა უფლებების დარღვევაში ედება.