CNN-ის ინფორმაციით, ნიუ-იორკში „მაიმუნის ყვავილის“ გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ოფიციალური პირების თქმით, ქალაქი შტატში „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების ეპიცენტრია.
„მაიმუნის ყვავილით“ გარდაცვალების შემთხვევა ესპანეთში დაფიქსირდა
„ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 150,000 ნიუ-იორკელი, შესაძლოა, ამჟამად „მაიმუნის ყვავილის“ გამოვლენის რისკის ქვეშაა“, – აღნიშნულია ნიუ-იორკის მერისა და ქალაქის ჯანმრთელობის დეპარტამენტის კომისრის ერთობლივ განცხადებაში.
მაიმუნის ყვავილის შემთხვევები იზრდება: სან-ფრანცისკოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
რამდენიმე დღის წინ, სან ფრანცისკო გახდა აშშ-ის პირველი დიდი ქალაქი, სადაც, „მაიმუნის ყვავილის“ გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
23 ივლისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.მ
საქართველოში ვირუსის პირველი შემთხვევა 15 ივნისს დაფიქსირდა. პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია.