LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ-იორკში გოჭი-პატრული გამოჩნდა

126

გამოცემა „New York Post”-ის ინფორმაციით, მანჰეტენის ტერიტორიაზე ორი პოლიციელი ვარდისფერ გოჭთან ერთად პატრულირებდა  და რაც ყველაზე საინტერესოა, ცხოველს პოლიციელის ფორმა ეცვა და სამკერდე ნიშანიც კი ეკეთა.

ნიუ-იორკის კანონმდებლობის მიხედვით, ბინაში შინაური ღორის ყოლა აკრძალულია, თუმცა მასთან ერთად ქუჩაში სეირნობა შეიძლება.

შეგახსენებთ, რომ შინაური ცხოველების პატრულში აყვანა იშვიათი შემთხვევა ნამდვილად არ არის. მაგალითად, გასულ წელს ავსტრალიის დედაქალაქში სამართალდამცავი ფისო შეამჩნიეს. პოლიციელები მისი დახმარებით მომრავლებული მღრღნელების მოგერიებას იმედოვნებდნენ.