ნიუ-იორკის ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ამის შესახებ სააგენტო „ფოქს ნიუსი“ იუწყება.
ასევე ინფორმაცია „ტვიტერის“ საშუალებით დაადასტურა ISIS-ის რამდენიმე მებრძოლმაც.
31 ოქტომბერს მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, აქედან 5 არგენტინის მოქალაქე იყო. სისხლიანი თავდასხმა, ეთნიკურად უზბეკმა, 29 წლის საიფულო საიპოვმა განახორციელა. სასამართლომ მას ბრალდება უკვე წაუყენა. პრეზიდენტი ტრამპი საიპოვის სიკვდილით დასჯას ითხოვს.