აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსი 2 კატას დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფრმაციას Assosiated Press ავრცელებს.
ვარაუდობენ, რომ ვირუსი კატებს პატრონისგან, ან მეზობლისგან გადაედოთ.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ცხოველებში ვირუსის შემთხვევები იშვიათია და ის მათ ადამიანისგან მიიღებს. ცხოველიდან ადამიანზე გადადების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
ამერიკაში კორონავირუსით ცხოველების დაინფიცირების მეორე შემთხვევაა. მანამდე ნიუ-იორკის ზოოპარკში ვეფხვი მატილდა და რამდენიმე ლომი დაინფიცირდა. მათ ვირუსი მომვლელისგან გადაედოთ.
[related_news id=”332055″ align=”left”]
ცხოველის კორონავირუსით სულ პირველი დაინფიცირება კი ჩინეთში დაფიქსირდა. ძაღლს ვირუსი პატრონისგან გადაედო.
ექიმები და ეპიდოლოგები მოგვიწოდებენ, არ ვთქვათ უარი შინაურ ცხოველებზე და არ დავტოვოთ ისინი ქუჩაში უპატროოდ. რადგან არ არსებობს არც ერთი შემთხვევა, რომ ადამიანებს ვირუსი ცხოველებისგან გადასდებოდათ. ჯერჯერობით ამ მხრივ დაზარალებულები თავად ცხოველები არიან.
[related_news id=”317780″ align=”right”]